ღვინო რომელიც სუნთქავს
ღვინო ისეთი პროდუქტია, რომელიც ცოცხალი არსებასავით ცოცხლობს, სუნთქავს, ვითარდება და ღვინდება. იგი მიღებულია ყურძნის წვენის სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად.
ყველა ქვეყანაში ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს. საქართველო ყველასათვის ცნობილია, როგორც ღვინის უძველესი სამშობლო. ჩვენი ქვეყანა მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერად და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების ზონად არის აღიარებული მთელ მსოფლიოში. საქართველოშიც არსებობდა ღვინის დაყენების ძველი კახური ტექნოლოგია, მოგვიანებით კი დამკვიდრდა კახურთან ერთად ევროპული ტექნოლოგიაც, რითაც ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა.
ღვინის ხარისხის შეფასებაში გადამწყვეტი როლი ენიჭება მის გემოს, არომატს, ფერს, ხოლო ამისათის კი აუცილებლად საჭიროა დაცული იყოს იმ შენობის ტენიანობისა და ტემპერატურის რეჟიმი, სადაც ინახება ღვინო.
50 წლის წინათ იტალიაში დაარსდა კომპანია „ Zanotti S.P.A ”, რომელიც მსოფლიო ლიდერია საკვები პროდუქტების შენახვის სფეროში, ამ დანადგარებს შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დანადგარს “ Zanotti Wineblock ”-ს. მისი მეშვეობით მაქსიმალურად არის განსაზღვრული ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის ტემპერატურა, დაცულია ტენიანობის სწორი ხარისხი და ჰაერის ცირკულაცია, ყოველივე ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ღვინის გემო, რადგან რყევის, ვიბრაციის, არასასურველი ნალექის შედეგად ღვინო იღებს მისთვის არასასურველ არომატს.
"დანადგარი “ Zanotti Wineblock”-ი ეს არის სწორედ ბოთლის ღვინოებისათვის შესანახი დანადგარი, რომელიც არის თანამედროვე და სწორი გადაწყვეტილება მათთვის, ვისაც აქვს ღვინის სარდაფები, ღვინის შესანახი სპეციალური კამერები და ა.შ.
ამ დანადგარის საშუალებით მასში მოთავსებული ღვინო სათანადოდ არის დაცული ტემპერატურის გაგრილების და გათბობის შედეგად, შენარჩუნებულია საჭირო ტენიანობა შენობის დატენიანების და გამოშრობის მეშვეობით, არის უწყვეტი ვენტილაცია ჰაერის ოპტიმალური ცირკულაციის უზრუნველსაყოფად, ნულამდეა დაყვანილი ვიბრაციის ფაქტორი და ბოლოს ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დანადგარის მონტაჟი მარტივია, ხოლო მისი ენერგომოხმარება კი მინიმალური.
ყოველივე ამის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველო - ღვინის სამშობლოა, ვფიქრობთ, კომპანია „იდეა“-მ მიიღო ნამდვილად სწორი, მისასალმებელი და ნოვატორული გადაწყვეტილება, რომ “Zanotti S.P.A. Wineblock”-ი უკვე საქართველოშიც დაინერგოს და ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვისაც. კომპანია „იდეა“ არის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიური კომპანია “ Zanotti S.P.A. ”-სი და უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ უფრო განვითარდეს და გაფართოვდეს და სიახლე შემოიტანოს ღვინის კულტურის და მევენახეობა - მეღვინეობის ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო.